წესდება

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
„საქართველოს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ასოციაცია“

სარჩევი

თავი I. ზოგადი პირობები

 

მუხლი 1. ზოგადი  დებულებები

 
1.1. „საქართველოს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ასოციაცია“  წარმოადგენს საქართველოს  სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, პირთა წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (შემდგომში „ასოციაცია“).
 
1.2. სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
1.3. ორგანიზაციის სახელწოდებაა ქართულად: „საქართველოს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ასოციაცია“, შემოკლებით “IX ასოციაცია”;
1.4. ორგანიზაციის სახელწოდება ინგლისურად: Non-commercial Legal Entity “Internet Exchange Association of Georgia“, შემოკლებით “IX association”;
 
1.5. სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
1.6. იურიდიული მისამართი:თბილისი, პეტრიაშვილის ქუჩა N3/5, 0179
1.7. ასოციაცია თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია.
 
1.8. ასოციაციის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. ასოციაციის ვალდებულებებისთვის მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ.
 
1.9. ასოციაცია არ აგებს პასუხს  თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მიერ ნაკისრი ვალდებულებებისთვის.
 
1.10. ასოციაციის საქმიანობის მიზნები:
• საქართველოს ლოკალური ინტერნეტ ტრაფიკის ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა;
• გლობალურ ინტერნეტთან მაღალსიჩქარიანი  კავშირის ხელშეწყობა.
• მონაცემთა ცენტრების ორგანიზება ინტერნეტის ურთიერთგაცვლის პროცესის ხელშესაწყობად;
• საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორის განვითარების პროცესის ხელშეწყობა;

• სატელეკომუნიკაციო სექტორში კონკურენციის ხელშეწყობა.

1.11.   ასოციაცია უფლებამოსილია ეწეოდეს სხვა სახის საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული კანონით, რომლიდანაც მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს მხოლოდ ამ ასოციაციის მიზნების რეალიზებას და მათ ხელშეწყობას.  ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ასოციაციის დამფუძნებლებს,  შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის, დაუშვებელია.

1.12.  ასოციაციის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება  მის საქმიანობას და ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას.

1.13. ასოციაცია დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით, აქვს ბლანკი და აქვს უფლება გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში, მისი საქმიანობის მიმართულებების და მისი წევრების ინტერესების შესაბამისად.

1.14. ასოციაციის ელექტრონული მისამართია hello@gix.ge
 
 

თავი II. ასოციაციის წევრობა და დაკავშირებული რეგულაციები

 

მუხლი 2. ასოციაციის წევრი, ასოციაციის წევრად მიღების პროცედურები

 
2.1. ასოციაციის წევრი შესაძლოა იყოს მხოლოდ ის იურიდიული პირი ან ინდ. მეწარმე, რომელიც საქმიანობს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში და იზიარებს ასოციაციის მიზნებს.
2.2. ასოციაციის დამფუძნებლები არიან:
 
1. საფირმო სახელწოდება: შპს გრინ ნეთვორქსი
სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება  საიდენტიფიკაციო ნომერი: 440889200
იურიდიული მისამართი: საქართველო, ქარელის რაიონი, სოფ. ქვენატკოცა, მე–7 ქ., №12
რეგისტრაციის თარიღი: 09/11/2016
ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა დირექტორი – ლევან ომაძე, პირადი ნომერი: 43001008553
 
2. საფირმო სახელწოდება: შპს გაერთიანებული ტელეკომი
სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
საიდენტიფიკაციო ნომერი: 405401337
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ანა პოლიტკოვსკაის
ქ., N3, კორ. N14, სადარბაზო 2, სართული 7, ბ. N 64
რეგისტრაციის თარიღი: 03/07/2020
ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა დირექტორი – ავთანდილ ლომინაძე, პირადი ნომერი: 60001004945
 
3. საფირმო სახელწოდება: შპს ეარნეტი
სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
საიდენტიფიკაციო ნომერი: 437058103
იურიდიული მისამართი: საქართველო, ოზურგეთი,ი.გოგებაშვილის ქ.55-ა
რეგისტრაციის თარიღი: 03/03/2010
ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა დირექტორი – შოთა მიქაძე, პირადი ნომერი: 33001020680
 
4. საფირმო სახელწოდება: შპს სქაიტელი
სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
საიდენტიფიკაციო ნომერი: 400013748
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ნაძალადევის რაიონი, დ.
გურამიშვილის გამზ., N 23ა
რეგისტრაციის თარიღი: 29/12/2010
ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა: დირექტორი – არჩილ ხოჯაშვილი, პირადი ნომერი: 01017007444
 
5. საფირმო სახელწოდება: შპს აირმაქსი
სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
საიდენტიფიკაციო ნომერი: 400034645
იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. ზესტაფონი, სტაროსელსკის ქ., №1
რეგისტრაციის თარიღი: 24/01/2012
ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა დირექტორი – ბესიკი წაქაძე, პირადი ნომერი: 18001005306 დირექტორი – დავით ჯოჯუა, პირადი ნომერი:  01001036708
 
6. საფირმო სახელწოდება: შპს სვირინეტი
სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
საიდენტიფიკაციო ნომერი: 430031583
იურიდიული მისამართი: საქართველო, ზესტაფონი, ს. მეორე სვირი
რეგისტრაციის თარიღი: 04/08/2015
ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა დირექტორი -ბესიკი წაქაძე, პირადი ნომერი: 18001005306
 
7. საფირმო სახელწოდება: შპს ვი–ჯი–ეს ნეთვორქ
სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
საიდენტიფიკაციო ნომერი: 438724490
იურიდიული მისამართი: საქართველო, სამტრედია, ჯავახიშვილის ქ., № 8
რეგისტრაციის თარიღი: 29/07/2011
ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა დირექტორი – ვახტანგ ჩიგოგიძე, პირადი ნომერი: 37001006837
 
 
8. საფირმო სახელწოდება: შპს ორდუნეტ
სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
საიდენტიფიკაციო ნომერი: 419984869
იურიდიული მისამართი: საქართველო, ზუგდიდი, ლევან II დადიანის ქ., N 2, ბ N 32რეგისტრაციის თარიღი: 25/11/2011
ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა დირექტორი –  ვახტანგი გამსახურდია პირადი ნომერი: 62009000409
 
9. საფირმო სახელწოდება: შპს აირკონექტი,
სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
საიდენტიფიკაციო ნომერი: 400065683
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ნაძალადევის რაიონი,
დ.გურამიშვილის გამზ., N 12ა, კორ. 2, ბ. 5  რეგისტრაციის თარიღი: 01/11/2012
ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა დირექტორი – დავით ცერცვაძე, (პირადი ნომერი 01010007185)
 
10. საფირმო სახელწოდება: შპს MAXNET
სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
საიდენტიფიკაციო ნომერი: 439393390
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, დ.გურამიშვილის გამზირი, №12ა, კორპ. №5, ფართი №13
რეგისტრაციის თარიღი: 24/01/2013
   ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა – დირექტორი – თეიმურაზ სარდაროვი, (პირადი ნომერი:  01024038484)
 
11. საფირმო სახელწოდება: შპს „ექსპრეს ნეთვორქ“
 სამართლებრივი ფორმა: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
საიდენტიფიკაციო ნომერი: 415090608,
იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ.ფოთი, გურიის ქ., N 187, ბ. 11
რეგისტრაციის ნომერი, თარიღი: 22/11/2013
ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა
დირექტორი – ტრისტანი მალაზონია, (პ/ნ 42001029721);
 
 

2.3. წევრობის მსურველი პირი განცხადებით მიმართავს ასოციაციის გამგეობას გაწევრიანების მოთხოვნით. განცხადებას თან უნდა ერთოდეს იურიდიული პირის ან/და ინდ. მეწარმის სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

2.4. ასოციაციის წევრობის კანდიდატისთვის, წევრობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის, ამ წესდების  2.3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნა დაუშვებელია.

2.5. ასოციაციის წევრად მიღების ან ასოციაციის წევრად მიღებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის გამგეობა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. გამგეობის თავმჯდომარე,  წევრობის მსურველს უგზავნის წერილობით შეტყობინებას კენჭისყრის შედეგების შესახებ.

2.6. ასოციაციის წევრობის მსურველი წევრის სტატუსს იძენს გამგეობის მიერ გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე. გამგეობის წევრებს, კანდიდატის წევრად მიღების შესახებ, უფლება აქვთ ნება გამოხატონ ღიად, შესაბამისი წერილობითი შეტყობინებით, რომელიც აისახება გამგეობის სხდომის ოქმში.

2.7 ასოციაციიდან გასვლისთვის საკმარისია განცხადებით მიმართვა ასოციაციის გამგეობისთვის.

 
2.8 ასოციაციის წევრობიდან გარიცხვა ხდება გამგეობის გადაწყვეტილებით, ამ წესდების მე-4 მუხლით დადგენილი შემთხვევებიდან ერთ-ერთის დადგომისას.
 

მუხლი 3. ასოციაციის წევრის უფლება-მოვალეობები

 
3.1  ასოციაციის წევრს უფლება აქვს:
ა)    სათათბირო ხმით მონაწილეობდეს ასოციაციის საერთო კრების მუშაობაში;
ბ)    აირჩიოს და არჩეული იყოს ასოციაციის გამგეობაში;
გ) მონაწილეობდეს ასოციაციის საერთო კრებებში და პროექტებში;
დ)მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და პირებისაგან ასოციაციის საქმიანობის შესახებ;
ე) ასოციაციის მიზნების შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, ისარგებლოს ასოციაციის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ-ტექნიკურისაშუალებებით.

ვ) გავიდეს ასოციაციის წევრობიდან.

 
3.2    ასოციაციის წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას ასოციაციის წესდება, შინაგანაწესი და მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
ბ) გაუფრთხილდეს ასოციაციის ავტორიტეტს, რეპუტაციასა და ქონებას;
გ) შესაძლებლობებისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს ასოციაციის საქმიანობაში;
დ) საერთო კრების მიერ დადგენილი წესით და  ოდენობით გადაიხადოს საწევრო შენატანი;
ე) შეასრულოს სხვა ვალდებულებები რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
 

მუხლი 4. ასოციაციის წევრობის შეწყვეტა

 
4.1 ასოციაციის წევრის წევრობის უფლებამოსილება წყდება ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით, შემდეგ შემთხვევებში:
 
1. მისი მიმართვის საფუძველზე;
 
2. ჯამში სამი თვის საწევროს გადაუხდელობის შემთხვევაში;
 
3. წევრის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
 
4. ისეთი საქმიანობის განხორციელებისას, რომელიც ეწინააღმდეგება ასოციაციის წესებსა და მის მიზნებს;
 
5. წევრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის უსწორობის დადასტურების ან/და სხვაგვარი იმგვარი გარემოებისდადგომისას, რომელიც გამორიცხავს მისი, როგორც სატელეკომუნიკაციო ოპერატორის საქმიანობას საქართველოში;
 
6. ამ წესდების და საერთო კრების, ასევე გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უხეში დარღვევის შემთხვევაში.
 
7. იმგვარი ქმედებების შემთხვევაში, რომელიც აზარალებს ასოციაციის რეპუტაციას და იმიჯს, ქონებას ან ქმნის ამგვარი ზიანის რეალურ საფრთხეს.
 
4.2 ასოციაციის წევრობის შეწყვეტის თაობაზე სხდომის შესახებ ეცნობება წევრს და მოწვეული იქნება შესაბამის სხდომაზე. გადაწყვეტილება წევრობის შეწყვეტის შესახებ ძალაშია გადაწყვეტილების მიღებისთანავე. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ყველა წევრს უნდა ეცნობოს წერილობით.
 

თავი III. ასოციაციის მართვა

მუხლი 5. ასოციაციის  მმართველობითი  ორგანოები

ასოციაციის მმართველობითი ორგანოებია: ასოციაციის საერთო კრება და ასოციაციის გამგეობა.

მუხლი 6. საერთო კრება

6.1 ასოციაციის უმაღლესი მმართველობითი ორგანოა ასოციაციის წევრთა საერთო კრება, რომელიც ტარდება სულ მცირე წელიწადში ერთხელ.

6.2. რიგგარეშე საერთო კრების ჩატარება ხდება გამგეობის მიერ, რომელიც მოიწვევა ან მისივე ინციატივით, ან გამგეობის თავმჯდომარის მოთხოვნით ან/და ასოციაციის სულ მცირე 3 წევრის ერთობლივი მოთხოვნით. ამავე პირებს აქვთ კრების დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის უფლება საერთო კრებაზე, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს კრება დამსწრე წევრების უბრალო უმრავლესობით;

6.3. საერთოკრებას იწვევს და მის დღის წესრიგს განსაზღვრავს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;

6.4. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

6.5. საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ქვორუმის არარსებობის შემთხვევაში, განმეორებითი კრება მოიწვევა არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში, იგივე დღის წესრიგით. განმეორებითი კრება უფლება უნარიანია დამსწრე წევრების რაოდენობის მიუხედავად.

6.6. ასოცაციის ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმის გადაცემა დაუშვებელია.

 
6.7. საერთოკრება:
ა) დამსწრეთა ორიმესამედის უმრავლესობით იღებს ასოციაციის წესდებას და ცვლილებები ან/და დამატებები შეაქვს მასში;
ბ)დამსწრეთა უმრავლესობით ამტკიცებს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ ასოციაციის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას;
გ) ახდენს განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგს;
დ) დამსწრეთა ორიმესამედით იღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის რეორგანიზაციის შესახებ;
ე) წევრთა ოთხიმეხუთედ ითიღებს გადაწყვეტილებას ასოციაციის ლიკვიდაციის შესახებ.
ვ) ამტკიცებს ასოციაციის ბიუჯეტს, საწევრო შენატანის ოდენობას, გადახდის წესს და პერიოდულობას;
ზ) ამტკიცებს გამგეობის თავმჯდომარის ანგარიშს;
თ) ირჩევს და ათავისუფლებს გამგეობის წევრებს და  თავმჯდომარეს.
 
6.8. ასოციაციის კრებაზე წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
 
6.9 ასოციაციის წევრის წარმომადგენელმა პირმა საერთო კრებაზე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი (ამონაწერი რეესტრიდან ან უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სპეციალური მინდობილობა);
 
6.10. ასოციაციის საერთო კრების შესახებ მოსაწვევის და დღის წესრიგის გაგზავნა ხდება ან წერილობით ან/და წევრის მიერ მითითებულ ელექტრონული მისამართზე, ფოსტის მეშვეობით, საერთო კრების ჩატარებამდე არაუგვიანეს 14 კალენდარული დღით ადრე. იმ შემთხვევაში, თუ წევრი არ დაადასტურებს მოსაწვევის ელექტრონული ფოსტით მიღებას, გამგეობის თავმჯდომარე ვალდებულია გააგზავნოს წერილობითი მოსაწვევი. ინფორმაცია საერთო კრების დანიშვნის შესახებ უნდა განთავსდეს ასევე ასოციაციის ვებ-გვერდზეც www.ixp.ge;
 
6.11 საერთო კრების ჩატარებამდე 3 დღით ადრე ხდება ასოციაციის წევრების მიერ დამატებითი საკითხების შესახებ ინფორმაციის წარდგენა გამგეობის თავმჯდომარისთვის ასოციაციის ელექტრონულ მისამართზე ან წერილობით;
 
6.12. საერთო კრებას თავმჯდომარეობს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;
6.13. საერთო კრების მსვლელობის და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე;
 
6.14. საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით, გარდა გამგეობის წევრების და გამგეობის თავმჯდომარის არჩევისა. რიგი საკითხების გადაწყვეტისას, კრების წევრები უფლებამოსილი არიან მოთხოვონ რიგ საკითხებზე დახურული კენჭისყრის გამართვა.
 

მუხლი 7. ასოციაციის გამგეობა

 
7.1 ასოციაციის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით შეუზღუდავ უფლებამოსილებას ახორციელებს ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა 2 წლის ვადით.
 
7.2 ასოციაციის ყველა წარმომადგენელი ასოციაციის საქმეებს უნდა უძღვებოდნენ კეთილსინდისიერად და ასოციაციის ინტერესების შესაბამისად.
 
7.3. ასოციაციის მართვას ახორციელებს ასოციაციის გამგეობა, რომელიც შედგება 5 (ხუთი) წევრისგან, რომლებიც აირჩევიან 2 წლის ვადით საერთო კრების მიერ;
 
7.4. ასოციაციის გამგეობის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი უფლებამოსილებით და სარგებლობს ასოციაციის წევრების ნდობით;
 
7.5. გამგეობის რიგითი წევრები (ასოციაციის თავმჯდომარის გარდა) ასოციაციის გამგეობის წევრების მოვალეობის შესრულებისთვის ანაზღაურებას არ იღებენ;
 
7.6. გამგეობის წევრების არჩევა ხდება საერთო კრებაზე დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრობის შემთხვევაში ტარდება განმეორებითი კენჭისყრა, რომლის დროსაც კანდიდატის გამოვლენის შეუძლებლობის შემთხვევაში ხდება სხვა კანდიდატის წარდგენა ან კრების გადადება ორი კვირის ვადით;
 
7.7. საერთო კრება, გამგეობის შერჩეული 5 წევრიდან შეარჩევს გამგეობის თავმჯდომარეს ხმათა უმრავლესობით;
 
7.8. გამგეობის სხდომები ტარდება სულ მცირე სამ თვეში ერთხელ გამგეობის თავმჯდომარის მოწვევით. შეტყობინების გაგზავნა ხდება საერთო კრების მოწვევისთვის ამ წესდების მე-6 მუხლით განსაზღვრული პროცედურების დაცვით. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გამგეობის კრების შესახებ ინფორმაციას უგზავნის ასევე ასოციაციის წევრებს;
 
7.9. გამგეობის სხდომა ღიაა და მასზე დასწრება შეუძლია ასოციაციის ყველა წევრს;
 
7.10 გამგეობის სხდომა, გადაუდებელ შემთხვევაში, შესაძლოა ჩატარდეს ინტერნეტ კონფერენციის სახით, გამგეობის წევრების თანხმობით;
 
7.11.გამგეობის უფლებამოსილებებს მიეკუთვნება შემდეგი საკითხების გადაწყვეტა:
ა) ასოციაციის წევრად მიღების საკითხის გადაწყვეტა;
ბ) გამგეობის თავმჯდომარის საქმიანობის ძირითად მიმართულებების, ასოციაციის შინაგანაწესის განსაზღვრა;
გ) ასოციაციის საშტატო გეგმის და სახელფასო ოდენობების პირობებისდამტკიცება;
დ) საერთო კრების გადაწყვეტილებების აღსრულება და მათ შესრულებაზე კონტროლი;
ე) საერთო კრების მოწვევა;
ვ) ასოციაციის მომდევნო წლის ბიუჯეტის მომზადება და დასამტკიცებლად წარდგენა საერთო კრებისთვის;
ზ) ასოციაციის სახელით იმგვარი გარიგებების დადებაზე ნებართვის გაცემა, რომელის სცილდება გამგეობის თავმჯდომარის უფლებამოსილებებს, კერძოდ:
– გარიგებების დადება, რომელიც სცილდება ასოციაციის წლიური ბიუჯეტის 5%-ს;
– უძრავი ქონების ქირავნობა, შეძენა;
– ყველა გარიგება, რომლის შესაბამისად ორგანიზაციას ეკისრება ფულადი ვალდებულების შესრულება და არსებითად სცდება საერთო კრების მიერ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტს.
თ)   წლიური ანგარიშის მომზადებ და მისი წარდგენა საერთო კრებისთვის.
 
7.12. გამგეობა უფლებაუნარიანია მიიღოს გადაწყვეტილება თუ მას ესწრება სულ მცირე 3 წევრი. გამგეობის ყველა წევრს აქვს თითო ხმა. გამგეობის წევრებს აქვთ უფლება ნება გამოხატონ არამხოლოდ საერთო კრებაზე არამედ წერილობით წინასწარ წარადგინონ მათი მოსაზრებები კონკრეტული დღის წესრიგის საკითხთან დაკავშირებით;
 
7.13. გამგეობის სხდომის შესახებ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და ყველა დამსწრე წევრი. იმ წევრების მოსაზრებები, რომლებმაც პოზიცია დააფიქსირეს ელექტრონული საშუალებებით, შეიტანება ოქმში. ოქმი ეგზავნება როგორც ყველა წევრს, ასევე გამგეობის ყველა წევრს გამგეობის თავმჯდომარის მიერ.
 
7.14. გამგეობის სხდომა, როგორც წესი ტარდება ასოციაციის ოფისში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა შერჩეული იყოს სხვა მისამართიც ან ჩატარდეს დისტანციურ რეჟიმში.
 

მუხლი 8. გამგეობის თავმჯდომარე

 
8.1. ასოციაციის თავმჯდომარის უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება შესაბამისად ახალი თავმჯდომარის არჩევამდე.
 
8.2. ასოციაციის თავმჯდომარე:
ა) წარმართავს ასოციაციის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად, ხელმძღვანელობს ასოციაციას და უძღვება გამგეობის და საერთო კრების სხდომებს;
ბ) წყვეტს ასოციაციის კონკრეტული მიზნით შექმნილ კოალიციებში გაერთიანების საკითხს და ამის შესახებ აცნობებს საერთო კრების წევრებს;
გ) ზედამხედველობს ასოციაციის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას;
დ) ხელს აწერს ასოციაციის ფინანსურ დოკუმენტაციას;
ე) იწვევს საერთო კრებას და გამგეობის კრებას, ადგენს დღის წესრიგს და ცვლილებები შეაქვს მასში;
ვ) ამზადებს ასოციაციის ანგარიშს, ასევე შემდგომი წლის ბიუჯეტის პროექტს საერთო კრებისთვის წარსადგენად და დასამტკიცებლად;
ზ) ამზადებს და სხვა წევრებს აცნობს ინფორმაციას ასოციაციაში მიღების შესახებ;
თ) აღასრულებს გამგეობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
ი) ამზადებს და გამგეობას წარუდგენს ყველა იმ საკითხს რომლის გადაწყვეტაც შედის გამგეობის კომპეტენციაში;
კ) მოქმედებს ასოციაციის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
ლ) დადგენილი წესით განკარგავს ასოციაციის ფულად სახსრებს და მატერიალურ რესურსებს მისი კომპეტენციის ფარგლებში და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე;
მ) ამტკიცებს განსახორციელებელი პროგრამების პროექტებს;
ნ) დებს ხელშეკრულებებს პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე ასოციაციის სახელით;
ო)  ნიშნავს და ათავისუფლებს პროექტების კოორდინატორებს, ნიშნავს და ათავისუფლებს ასოციაციის თანამშრომლებს;
   პ) უზრუნველყოფს ასოციაციის საკანცელარიო ჟურნალის წარმოებას, უკეთებს სისტემატიზაციას საერთო
  კრების, გამგეობის გადაწყვეტილებებს და მართავს ასოციაციის აპარატს;
  ჟ) აღასრულებს ასოციაციის საერთო კრების და გამგეობის გადაწყვეტილებებს;
 რ) ამზადებს სარჩელებს და განცხადებებს ასოციაციის სახელით და მისი წევრების ინტერესების დასაცავად, ხელს აწერს მათ და წარადგენს შესაბამის უწყებებში, მარეგულირებელ კომისიაში ან/და სასამართლოში.
ს) ასრულებსამწესდებითმასზედაკისრებულსხვაფუნქციებს და მოვალეობებს.
 
8.3. თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა მის მიერწესდებით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობის, უფლებამოსილების გადამეტების ან ასოციაციის საწესდებო მიზნებთან შეუსაბამო საქციელისათვის შეუძლია მხოლოდ საერთო კრებას. ასეთ შემთხვევაში საერთო კრება ერთი თვის ვადაში ირჩევს ახალ თავმჯდომარეს.
 
8.4. თავმჯდომარეს უფლება არ აქვს იმავდროულად იყოს საჯარო სამსახურში ან ეწეოდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც ხელს უშლის მის მიერ თავმჯდომარის უფლებამოსილებათა განხორციელებას დატვირთვის ან ინტერესთა შეუთავსებლობის გამო.

8.5 გამგეობის თავმჯდომარეს  ვადამდე შეუწყდება უფლებამოსილება გამგეობის გადაწყვეტილებით, თუ მის მიერ არ ხდება დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ან ის სრულდება არაჯეროვანად.

თავი IV. დასკვნითიდებულებები

 

მუხლი  9. ასოციაციის ქონება

 
9.1. ასოციაციის შემოსავლების წყაროებია:
ა)  ასოციაციის წევრების საწევრო შენატანები;
ბ) გრანტით მიღებული სახსრები და ქონება;
გ) შემოწირულობები და კანონით დასაშვები სხვა შემოსავლები.
 
9.2 ასოციაციის ფინანასური ანგარიშის წარდგენა ხდება ასოციაციის მორიგ საერთო კრებაზე, ხოლო გამგეობის თავმჯდომარე ამზადებს გამგეობისთვის წარსადგენად კვარტალურ ანგარიშს;
 
9.3 ასოციაციის ქონება არ ნაწილდება მის წევრებს შორის და მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ასოციაციის მიზნებისთვის.
 

მუხლი 10. ასოციაციის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

 
10.1. ასოციაციის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
10.2. ასოციაციის ლიკვიდაცია ხორციელდება მიზნის მიღწევის შედეგად, ან/და სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ან/და გაკოტრებისას ან/და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 381 მუხლის შესაბამისად.
 
10.3. ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.
 
10.4. დამფუძნებელთაგადაწყვეტილება ასოციაციის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
10.5. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავენ ასოციაციის დამფუძნებლები. ასოციაციის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:
ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;
ბ) ემსახურება  საქველმოქმედო მიზნებს;

გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

10.6. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება ასოციაციის დამფუძნებლებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.

10.7. თუ ასოციაციის დამფუძნებლებმა არ განსაზღვრეს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო მისი ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ სუბიექტს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.

10.8. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.
 

მუხლი 11. დასკვნითი დებულებები

 
11.1. წინამდებარე წესდება (დამფუძნებელთა შეთანხმება) ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.
11.2. თუ ამ წესდების (დამფუძნებელთა შეთანხმების) რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
11.3 ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში გამოიყენება კანონი.

ხელმოწერები

შპს გრინ ნეთვორქსი
დირექტორი – ლევან ომაძე
პირადი ნომერი: 43001008553

 

შპს სქაიტელი
დირექტორი – არჩილ ხოჯაშვილი
პირადი ნომერი: 01017007444

 

შპს ეარნეტი
დირექტორი – შოთა მიქაძე
პირადი ნომერი: 33001020680

 

შპს გაერთიანებული ტელეკომი
დირექტორი – ავთანდილ ლომინაძე
პირადი ნომერი: 60001004945

 

შპს აირმაქსი
დირექტორი – ბესიკი წაქაძე
პირადი ნომერი: 18001005306

 

შპს სვირინეტი
დირექტორი – ბესიკი წაქაძე
პირადი ნომერი: 18001005306

შპს ვი–ჯი–ეს ნეთვორქ
დირექტორი – ვახტანგ ჩიგოგიძე
პირადი ნომერი: 37001006837

 

შპს ორდუნეტ
დირექტორი – ვახტანგი გამსახურდია
პირადი ნომერი: 62009000409

 

შპს MAXNET
დირექტორი – თეიმურაზ სარდაროვი
პირადი ნომერი: 01024038484

 

შპს აირკონექტი
დირექტორი – დავით ცერცვაძე
პირადი ნომერი 01010007185

 

შპს „ექსპრეს ნეთვორქ”
დირექტორი – ტრისტანი მალაზონია
პირადი ნომერი 42001029721;